Posts

Showing posts from December, 2018

სიბნელე განათლებაში

Image
სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების აბსოლიტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რომელი პროფესიის დაუფლება სურს ან რა ტიპის საქმიანობა იქნებოდა მისთვის შესაფერისი. ამასთანავე, სასკოლო პერიოდი ბავშვებს არ ეხმარება იმ უნარებისა და მისწრაფებების შეძენაში, რომლებიც ნებისმიერი საგნის სიღრმისეულად შესწავლისთვის აუცილებელია. მათთვის ამ დაწესებულებაში გატარებული დრო არასასიამოვნო, შესაბამისად ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. სოციალურად აქტიურ ადამიანთა დიდი ნაწილი იზიარებს ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები პირველ რიგში განათლებაშია საძიებელი. საინტერესოა ის გარემოება, რომ სისტემის კრიტიკოსებისთვის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღირებულებებია პრიორიტეტული და სათაყვანებელი. მათი საერთო პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სკოლა არ უქმნის მომავალ თაობას ისეთ წარმოდგენებს სამყაროსა და სხვადასხვა ამბების შესახებ, როგორიც ამ ხალხისთვის იქნებოდა მისაღები.  სასკოლო პროცესი არანაირი თვალსაზრისით ასრულებს მის ფუნდამენტურ ფუნქციას, რაც ბავშვის ნამდვილი ცხოვრებისთ...

Clockwork orange/მექანიკური ფორთოხალი

Image
მექანიკური ფორთოხალი ამერიკელი ავტორის, ენტონი ბერჯესის წიგნია, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა. მასში მთელი სიცხადითაა გამოხატული ანარქისტული სულისკვეთება და ქრისტიანობის მთავარი ფუნდამენტი, თავისუფალი ნება.  "იქნებ რაღაცით ის უფროა ახლოსაა ღმერთთან ვინც თავისი ნებით მიუყვება ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, ვიდრე ის ვინც სიკეთის გზას იძულებით გაუყენეს."   "ღვთისშვილს თუ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს, მას ადამიანიც აღარ ეთქმის." ბერჯესი აკრიტიკებს სახელმწიფოს, რომელიც სიკეთის სახელით ძალადობს ინდივიდებზე, რათა ქუჩებში მშვიდობამ და წესრიგმა დაისადგუროს.  ალექსი და მისი მეგობრები უპირისპირდებიან უსახო, უპიროვნო სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც სიკეთის მსახურებად გვევლინებიან და საზოგადოებაში მიღებულ სხვადასხვა ტიპის ნორმებსა და დადგენილ მორალს. ალექსისთვის ბოროტება პიროვნების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ისინი ძალადობენ და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს. ისინი ამას შემოქმედებად, საკუთარი თავის გამოხატვად აღიქვამენ. ირონიაა რომ ასეთი ბანდებიც ძალ...