Hunt/ნადირობა



''თვალებში შემომხედე. რას ხედავ? ხედავ რაიმეს? არაფერს. აქ არაფერია.''

დანიელი რეჟისორის, ტომას ვინტერბერგის დრამა.  ფილმში ასახულია საზოგადოება, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა. ლუკასი ბაღის მასწავლებელია, დაფასებულია სამსახურში და საახლობლო წრეში. თუმცა რეალურად იგი სრულიად მარტოა. მას მარტო უწევს საკუთარ პრობლემასთან გამკლავება და შვილისთვის ბრძოლა. სულ მალე  კიდევ უფრო დიდი პრობლემა დაატყდება თავს, და როცა ყველაზე მეტად დასჭირდება გვერდში დგომა, აღმოჩნდება რომ არავინ ენდობა. საუკეთესო მეგობარიც კი. სიუჟეტი ძალიან ორიგინალურია და მკვეთრად გამოხატავს სოციალურ მანკიერებებს. დღეს პატივსაცემი და კეთილშობილი ხარ ყველასათვის, ხვალ კი მიუღებელი. შესაძლოა ისე დაკარგო ყველაფერი, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. რადგანაც ურთიერთობები, ყოველივე ეს გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, სიყალბითაა ნასაზრდოები. მედს მიკელსენია მთავარ როლში და რაღა თქმა უნდა საოცრად ასრულებს. ჰო რაც შეეხება ნადირობას. დანიური, სკანდინავიური  ტრადიციის და კულტურის ნაწილია და წარსულის შერწყმაა  აწმყოსთან. თანაც საფინალო სცენა ალბათ ერთგვარი მინიატურა, სარკეა მთლიანი სურათის.

Comments

Popular posts from this blog

Clockwork orange/მექანიკური ფორთოხალი

სიბნელე განათლებაში

დონი დარკო