სიბნელე განათლებაში
სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების აბსოლიტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რომელი პროფესიის დაუფლება სურს ან რა ტიპის საქმიანობა იქნებოდა მისთვის შესაფერისი. ამასთანავე, სასკოლო პერიოდი ბავშვებს არ ეხმარება იმ უნარებისა და მისწრაფებების შეძენაში, რომლებიც ნებისმიერი საგნის სიღრმისეულად შესწავლისთვის აუცილებელია. მათთვის ამ დაწესებულებაში გატარებული დრო არასასიამოვნო, შესაბამისად ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. სოციალურად აქტიურ ადამიანთა დიდი ნაწილი იზიარებს ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები პირველ რიგში განათლებაშია საძიებელი. საინტერესოა ის გარემოება, რომ სისტემის კრიტიკოსებისთვის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღირებულებებია პრიორიტეტული და სათაყვანებელი. მათი საერთო პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სკოლა არ უქმნის მომავალ თაობას ისეთ წარმოდგენებს სამყაროსა და სხვადასხვა ამბების შესახებ, როგორიც ამ ხალხისთვის იქნებოდა მისაღები. სასკოლო პროცესი არანაირი თვალსაზრისით ასრულებს მის ფუნდამენტურ ფუნქციას, რაც ბავშვის ნამდვილი ცხოვრებისთ...