დონი დარკო
'თუკი მოულოდნელად ცა გაიხსნება, იქ არ იქნება არც კანონი, არც რაიმე წესი. იქ იქნები მხოლოდ შენ.. და შენი მოგონებები.'' რიჩარდ კელის შედევრი. ესაა ფილმი მეოცნებეებისთვის. რომელიც მთელი თავისი არსით ამბობს, რომ ხშირად ოცნება რეალობას არათუ აღემატება, არამედ საერთოდაც, თვითონ ქმნის მას. არაერთი გენიალური სცენა, სწორედ ამის ილუსტრაციაა. ხდება ყოფითის და მიღმიერის ცალ-ცალკე ასახვა, რომლებიც ერთმანეთს ჯადოსნურად ერწყმიან. აშკარად იგრძნობა მათი ერთდროულად ხილული და უხილავი კავშირები. ბევრის თქმა შეიძლება თითოეულ დეტალსა თუ მომენტზე. თუმცა არ მგონია დაკონკრეტება საჭირო იყოს. ესაა მრავალგანზომილებიანი ფილმი, რომლის ინტერპრეტირებაც და აღქმაც ინდივიდუალურად ხდება, ისევე როგორც ნებისმიერი ხელოვნების ნამუშევრის, ნებისმიერი მოვლენისა. დონი დარკოს ერთ-ერთი მთავარი სათქმელი და ღირსებაც ამ მუღამის დემონსტრირებაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს: და-ძმა ჯილენჰოლები :D მთლიანად ქასთი მშვენივრადაა შერჩეული. ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი საუნდტრეკები. და ის, რომ გადაღებულია რობერტა...